თელავის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში ოცნების კანდიდატი ლიდერობს
31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების გარდა თელავში საკრებულოს შუალედური არჩევნებიც გაიმართა. დეპუტატს კისისხევის 2 და ნასამხრალის 1 უბნის ამომრჩევლები ირჩევდნენ.

სამივე უბნისშედეგები უკვე დათვლილია. ცესკოს მონაცემებით, ხმების 45.31%, ანუ 677 ხმა მიიღო მმართველი გუნდის კანდიდატმა, გიორგი მეტრეველმა, ხოლო 38.15%, ჯამში 570 ხმა მოაგროვა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა, ნანა ხეჩოშვილმა.

თელავის გარდა საკრებულოს შუალედური არჩევნები კიდევ სამ მუნიციპალიტეტში ჩატარდა, ასევე 5 მუნიციპალიტეტში გაიმართა მერის არჩევნები.





| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები არჩევნები 2020 /