გიორგი გახარიას კორონავირუსი დაუდასტურდა
პრემიერ - მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი გახარიას Covid-19 დაუდგინდა. მათივე ინფორმაციით, გახარია სახლში მკურნალობს და თავს კარგად გრძნობს.

„გიორგი გახარია თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში გააგრძელებს”. – ამბობენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი 31 ოქტომბერს თვითიზოლაციაში გადავიდა, ვინაიდან მას კომუნიკაცია ჰქონდა დაცვის თანამშრომელთან, რომელსაც მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებით დაუდგინდა კორონავირუსი.

| Print |
FaceBook Twitter Google