კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა კახეთში
კახეთის რეგიონში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა რაოდენობა 668-მდე გაიზარდა.
შემთხვევების რაოდენობა მუნიციპალიტეტების მიხედვით ასეთია: თელავი -210, დედოფლისწყარო -21, გურჯაანი- 151, სიღნაღი -55, ყვარელი -91, ლაგოდეხი - 60, ახმეტა -37 და საგარეჯო -43.

კორონავირუსი დაუდასტურდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლის პედაგოგს.

საგარეჯოში COVID 19-ის 18 ახალი შემთხვევიდან 17 პირი თოხლიაურის ღვინის ქარხნის თანამშრომელია, 62 თანამშრომელი კი თვითიზოლაციაში  იმყოფება.

სიღნაღში ინფიცირებულია „კრედო ბანკის“ 2 თანამშრომელი, ხოლო ლაგოდეხში – 6 მოქალაქე, მათ შორის სალონის სტილისტი, რომლის ინფიცირების წყარო უცნობია. ვირუსი დაუდასტურდა სასაზღვრო დეპარტამენტის შტაბის უფროსსაც.

ამ ეტაპზე კახეთის რეგიონში  მკურნალობას გადის 484 მოქალაქე, მათ შორის 435 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 2 საკარანტინო ზონაში და 47  კოვიდკლინიკაში იმყოფება.



| Print |
FaceBook Twitter Google