"ღია სივრცეში პირბადის გამოუყენებლობისთვის ჯარიმა კანონის მოთხოვნებს ვერ პასუხობს"
ინფორმაციის თავისუფლების განავითარების ინსტიტუტის (IDFI) განცხადებით, ღია სივრცეში პირბადის გამოუყენებლობისთვის დაჯარიმება კონსტიტუციისა და კანონის მოთხოვნებს ვერ პასუხობს.
„2020 წლის 3 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სავალდებულო ხდება პირბადის ღია სივრცეში გამოყენება. ამავე დღეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა მთავრობის დადგენილება, რომლითაც სავალდებულო გახდა პირბადის ტარება ღია საჯარო სივრცეში ყოფნისას და გადაადგილებისას. დადგენილების თანახმად, ამ წესის დარღვევა იწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11) მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

Covid-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევისთვის გამოყენებული ჯარიმების კონსტიტუციურობაზე მნიშვნელოვანი კითხვის ნიშნები არსებობს, თუმცა პირბადის ტარების წესში შეტანილმა ბოლო ცვლილებამ პირის დაჯარიმების კონსტიტუციურობის და კანონიერების სრულად განსხვავებული პრობლემა წარმოშვა", – აცხადებს ინფორმაციის თავისუფლების განავითარების ინსტიტუტი.

ორგანიზაციასში ამბობე, რომ საქართველოს პარლამენტმა პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ცალკე სამართალდარღვევა გაითვალისწინა, საიდანაც ცხადად იკითხება, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11) მუხლი არ ითხოვს პირბადის ტარებას ღია სივრცეში და არც აკრძალული ქმედების შინაარსის გაფართოების უფლებას ანიჭებს საქართველოს მთავრობას.

IDFI–ის განმარტებით, საქართველოს მთავრობა გასცდა საკუთარ უფლებამოსილებას. კერძოდ, მან ექსკლუზიურად ამ ცვლილების მიღებისათვის სამართლებრივ საფუძვლად გამოიყენა ნორმა, რომელიც მას უფლებამოსილებას ანიჭებს დროებით მოაწესრიგოს საკითხი, თუ იგი არ არის მოწესრიგებული საკანონმდებლო აქტით (კანონით).






| Print |
FaceBook Twitter Google