კახეთში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათში კახეთში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობამ 787- ს მიაღწია.
ეპიდსტატისტიკა მუნიციპალიტეტების მიხედვით ასეთია: თელავი -237 შემთხვევა, დედოფლისწყარო -29,გურჯაანი- 192, სიღნაღი -61, ყვარელი -95, ლაგოდეხი - 71, ახმეტა -37, ხოლო საგარეჯო -65.

ამ ეტაპზე 606 ადამიანი მკურნალობს , მათ შორის 550 ბინაზე, 2 საკარანტინო ზონაში და 54 კოვიდკლინიკაში.



| Print |
FaceBook Twitter Google