ორშაბათიდან დიდ ქალაქებში ღამის საათებში გადაადგილება შეიზღუდება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ორშაბათიდან საქართველოს დიდ ქალაქებში ღამის საათებში გადაადგილება შეიზღუდება.

„საბჭო მსჯელობდა რეგულაციების გამკაცრებაზე და დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესებაზე. თუ ამ კვირის დასაწყისში 1900-ზე მეტი შემთხვევა გვქონდა, დღეის მდგომარეობით ეს რიცხვი უკვე აღემატება 2800-ს. შესაბამისად, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების თაობაზე. კერძოდ, ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან, დიდ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება. შეზღუდვა გავრცელდება როგორც ქვეითად მოსიარულეებზე, ასევე ავტოტრანსპორტზე. შეზღუდვა არ გავრცელდება საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებზე და იმ პირებზე, რომლებიც გადაადგილდებიან სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ფუნქციონირებისთვის, ასევე სამედიცინო, ფარმაცევტული დაწესებულებების, მედიადაწესებულებისა და მიტანის სერვისის პერსონალზე“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

| Print |
FaceBook Twitter Google