რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის აქცია დღესაც გაიმართება
დღეს ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია 18:00 საათზე დაიწყება.

აქციის მონაწილეების მოთხოვნაა: ხელახალი არჩევნების ჩატარება, ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა, კომისიების სამართლიანი პრინციპით დაკომპლექტება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიების გაერთიანებული საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთან გუშინ, 8 ნოემბერს დაიწყო, შემდეგ ცესკოს შენობასთან გადაინაცვლა, სადაც მათ დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს.

| Print |
FaceBook Twitter Google