თელავის ცენტრალური საავადმყოფო კოვიდკლინიკად გადაკეთდა
კახეთში, ხვალიდან მეორე კოვიდკლინიკა დაიწყებს მუშაობს. თელავის ცენტრალური საავამყოფო 70 საწოლზეა გათლილი, რომელიც სპეციალური ტექნიკით აღიჭურვა , მათ შორის უკვე დამონტაჟებულია ხელოვნული სუნთქვის აპარატები.

აღნიშნულის შესახებ ცოტა ხნის წინ სპეციალურ ბრიფინგზე კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი შიოშვილმა ისაუბრა. მისივე ინფორმაციით, კოვიდკლინიკების გარდა , თელავის მუნიციპალიტეტში გაიხსნა მეორე კოვიდსასტუმრო, სადაც ექიმთან ერთად მოქალაქეებს გადამზადებული კადრები მოემსახურება.
“დაინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის მიუხედავად, რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტის მასშტაბით ეპიდვითარება სტაბილური და კონტროლირებადია. მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არსებობს, რამდენადაც ადგილობრივი ხელისუფლება და ეპიდემიოლოგები 24-საათიან რეჟიმით ვმუშაობთ იმისათვის, რომ სტაბილური ვითარება შენარჩუნდეს. რეგიონში სპეციალური აპარატურით და პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებულია ორი საავადმყოფო, რომელიც კოვიდკლინიკის სტატუსს შეიჩენს და სადაც ხვალიდან კოვიდდაინფიცირებულების გადაყვანა და მათი მკურნალობა მოხდება.”- განაცხადა ირაკლი შიოშვილმა.

ცნობისთვის, თელავის გარდა, კოვიდკლინიკა რამდენიმე დღეა პაციენტებს უკვე ემსახურება ლაგოდეხში. “არქიმედეს” საავადმყოფო 30 საწოლზეა გათვლილი.
.
| Print |
FaceBook Twitter Google