კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი 1 056 თბილისში გამოვლინდა
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1056 თბილისში გამოვლინდა.

„დღეს გამოვლენილი 2 911 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 056 შემთხვევა, აჭარაში - 476, იმერეთში - 469, ქვემო ქართლში - 201, შიდა ქართლში - 134, გურიაში - 76,სამეგრელო - ზემო სვანეთში - 294, კახეთში - 69, მცხეთა-მთიანეთში - 19, სამცხე-ჯავახეთში - 92, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 25“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google