ოპოზიციამ თელავში საოლქოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა, თელავის #17 საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
"ნაციონალური მოძრაობიდან", კომისის წევრმა განაცხადა, რომ შემაჯამებელ ოქმს, რომელიც გაყალბებულია, ხელს არ მოაწერს.

ოქმის მიხედვით, ახმეტა- თელავი- ყვარელი- ლაგოდეხის გაერთიანებულ ოლქში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგები დაამტკიცეს.

სხდომა პროტესტის ნიშნად, "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმაც დატოვა. რომლის განმარტებით, ოქმები ხელით არის გადასწორებული და ხელახალი გადათვლა შედეგებზე გავლენას მოახდენს.

აგრეთვე, ოქმის ობიექტურობაში ეჭვი შეიტანა "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელმაც. მან დოკუმენტს ხელი მოაწერა, თუმცა განსხვავებული აზრი დააფიქსირა.

ოპოზციის პოზიცია არ გაიზიარა საოლქო -საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ. მისი განმარტებით, ოქმები ყველა წესის დაცვით შედგა და გაყალბებას ადგილი არ ჰქონია.


| Print |
FaceBook Twitter Google