ლევან დავითაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.ის თავს კარგად გრძნობს და სახლში მკურნალობს. იდენტიფიცირებულია ყველა კონტაქტი და მინისტრთან შემხებლობაში მყოფი პირები თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

„მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობდი მუდმივად დამეცვა ჩვენი ექიმების მიერ გაცემულ რეკომენდაციები, კოვიდზე ჩატარებული ტესტის შედეგად დადებითი პასუხი მივიღე, თავს კარგად ვგრძნობ და საქმიანობას დისტანციურ რეჟიმში ვაგრძელებ“, - აცხადებს ლევან დავითაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 66 561 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 49 811-ს შეადგენს. გარდაიცვალა 566 მოქალაქე. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმშია 2656 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 4878 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში კი 3181 პაციენტი.

| Print |
FaceBook Twitter Google