კახეთში კორონავირუსი 49 ადამიანს დაუდასტურდა
კახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1449-მდე გაიზარდა. ცოტა ხნის წინ 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
გამოვლენილი ინფიცირების რაოდენობა მუნიციპალიტეტების მიხედვით ასეთია: ახმეტა -7, თელავი -22, გურჯაანი -15, სიღნაღი -4 და საგარეჯო-1.

ბოლო ინფორმაციით, მკურნალობას გადის 1119 მოქალაქე, მათ შორის 1027 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 16 კოვიდსასტუმროში, ხოლო 76 კოვიდკლინიკაში.


| Print |
FaceBook Twitter Google