სტატისტიკა უკვე მიუახლოვდა შემაშფოთებელ ნიშნულს- ოთარ ჩოკოშვილი
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ეპიდემიოლოგის, ოთარ ჩოკოშვილის განმარტებით, არსებულ პერიოდში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატება აღინიშნება და სტატისტიკა უკვე შემაშფოთებელ ნიშნულს მიუახლოვდა.

„დღეის მდგომარეობით საქართველოში უკვე გვყავს, 70000-მდე ინფიცირებული და მათგან დაახლოებით ნახევარზე მეტი განკურნების პროცესშია, მნიშვნლეოვანი ნაწილი კი იმყოფება კლინიკებში. ზრდის ფონზე, ქვეყანა კვლავ არ შესულა პიკის პერიოდში. არსებული შემთხვევები შედარებით მსუბუქი მიმდინარეობით გამოირჩევა, უფრო ნაკლებია თითქოს პაციენტთა სიმძიმე“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის სულ 69681 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 52 169. გარდაცვლილია 599. კარანტინის რეჟიმშია 2506. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის ოთხი ათას 918. კოვიდსასტუმროებში 3311 პაციენტი მკურნალობს.

| Print |
FaceBook Twitter Google