კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი თბილისში გამოვლინდა
დღეს გამოვლენილი კოვიდინფიცირების შემთხვევებიდან, ყველაზე მეტი 1 493 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

„დღეს გამოვლენილი 3 473 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება: თბილისში გამოვლენილია 1 493 შემთხვევა, აჭარა - 448, იმერეთი - 513, ქვემო ქართლი - 190, შიდა ქართლი - 175, გურია - 55, სამეგრელო -ზემო სვანეთი - 287, კახეთი - 98, მცხეთა-მთიანეთი - 119, სამცხე-ჯავახეთი - 72, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 23“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 73 154 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 55 511-ს შეადგენს. გარდაიცვალა 636 მოქალაქე. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

| Print |
FaceBook Twitter Google