დღეიდან კოვიდთან დაკავშირებულ საკითხებზე ახალი პორტალი ამოქმედდება
მოქალაქეებისთვის დღეიდან კოვიდთან დაკავშირებულ საკითხებზე ახალი პორტალი ამოქმედდება. გადატვირთული 112-ისა და ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის მუშაობის გასაუმჯობესებლად, ჯანდაცვის სამინისტროში ახალი პორტალი ჩაეშვება.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მოსახლეობამ ექიმს დროულად უნდა მიმართონ.
„დღეის მდგომარეობით ყველა მოქალაქეს შეუძლია დაუკავშირდეს საკუთარ ოჯახის ექიმს. ასევე, მნიშვნელოვანი სიახლეა პორტალი. პირადი ნომრის მითითებით, მოქალაქეს შეუძლია, პორტალის მეშვეობით გაარკვიოს, თუ რომელ პირველადი ჯანდაცვის ქსელსის წარმომადგენელთან და ექიმთან არის ის გადანაწილებული“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google