კოვიდინფექციით კიდევ 30 პაციენტი გარდაიცვალა
საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 30კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

მისივე თქმით, თბილისში - 15, აჭარაში - 5, იმერეთში - 7, შიდა ქართლში - 2, ხოლო ქვემო ქართლში - 1 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 733-მდე გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში ინფიცირების 3 157 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

| Print |
FaceBook Twitter Google