ქალაქ გურჯაანში გოგონას მანქანა დაეჯახა
ქალაქ გურჯაანში, ცენტრალურ მაგისტრალზე, იუსტიციის სახლთან მსუბუქი ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე გოგონას დაეჯახა. შეჯახების შედეგად  ახალგაზრდამ დაზიანებები მიიღო. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსში გადაიყვანა.speqtri.ge დამატებითი ინფორმაციის გარკვევას საავადმყოფოში ცდილობს,დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
| Print |
FaceBook Twitter Google