როგორ მოვიძიოთ კლინიკა და ოჯახის ექიმი-ახალი პლატფორმა
ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი პლატფორმა აამუშავა, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება მოიძიოს პირველადი ჯანდაცვის ის დაწესებულება, სადაც აღრიცხვაზე იმყოფება ასევე გაიგოს ვინ არის ოჯახის ექიმი.

ამისათვის პირმა უნდა ისარგებლოს პლატფორმით - ambulatoria.moh.gov.ge შეიყვანოს პირადი ნომერი და მიიღოს მონაცემები: პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებისა და ექიმის საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ.
აღნიშნული პლატფორმით ვერ ისარგებლებენ ის პირები, რომლებსაც აქვთ კერძო დაზღვევა ან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მხოლოდ შეზღუდული პაკეტით სარგებლობენ.

| Print |
FaceBook Twitter Google