თავისუფალი საწოლფონდის რაოდენობაა 227 - ეკატერინე ტიკარაძე
ამ დროისათვის ქვეყანაში საწოლფონდის რაოდენობა 5 868-ია, ხოლო მათგან 5 313 უკვე დაკავებულია. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეიდან კოვიდპაციენტებისთვის საწოლ ფონდის რაოდენობა კიდევ გაიზრდება.
„საყურადღებოა ის, რომ დღევანდელი საწოლფონდი არის 5 868, აქედან დღეს წევს 5 319 პაციენტი, ტრიაჟში იმყოფება ამ მომენტისთვის 257 პაციენტი, ხოლო თავისუფალი ადგილების რაოდენობა არის 227. თქვენ იცით, რომ ყოველდღიურ რეჟიმში 100- დან 200- მდე საწოლფონდის დამატება და მობილიზაცია ხდება კოვიდის მიზნებისთვის და ჩვენ დღეს საღამოს ველოდებით, რომ გაწერებთან ერთად, დაახლოებით 800 -დან 1000- საწოლამდე იქნება პაციენტებისთვის მზად“,-აღნიშნა მან.

მისივე თქმით, დაფიქსირებულია ჰოსპიტალიზაციის მაღალი მაჩვენებლი.
„ყოველდღიური გაწერების რაოდენობა არის 800 პაციენტამდე და ასევე მიღების კოეფიციენტი და პროცენტი ჰოსპიტალიზაციის ამ ეტაპამდე ჯერ კიდევ რჩება საკმაოდ მაღალი, რაც გამოწვეულია იქედან გამომდინარე, რომ ხდება საკმაოდ გვიანი დაკავშირება ოჯახის ექიმთან და სიმპტომის მიზეზის დადგენა“.

| Print |
FaceBook Twitter Google