თურქეთიდან შემოტანილ კარტოფილში კიბო აღმოჩნდა
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, თურქეთიდან 23 450 კილოგრამი კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება შემოვიდა. შესაბამისი კვლევით მასში კიბოს არსებობა დადასტურდა.
„საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ფიტოსანიტარიული პროცედურების განხორციელებისას, კვლევისთვის აღებულ ნიმუშში კარტოფილის კიბოს (Synchytrium endobioticum) არსებობა დადასტურდა.

საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
| Print |
FaceBook Twitter Google