დედოფლისწყაროში კორონავირუსით 70 წლამდე ქალი გარდაიცვალა
დედოფლისწყაროში კორონავირუსით დაინფიცირებული 70 წლამდე ქალი გარდაიცვალა. ის სახლში ონლაინ კლინიკისა და ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით მკურნალობდა.

პაციენტის მდგომარეობა გუშინ დამძიმდა,  რის გამოც დედოფლისწყაროს საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
| Print |
FaceBook Twitter Google