კახეთში თოვლი და წვიმაა მოსალოდნელი
სინოპტიკოსების ინფორმაციით დღეს კახეთში თოვლი და წვიმაა მოსალოდნელი.

თოვლია მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით +3 გრადუსს ვარაუდობენ, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +5 გრადუსს მიაღწევს, აქაც ნალექიან დღეს ვარაუდობენ. ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.იწვიმებს თელავში, აქ დღის განმავლობაში +4 გრადუსი, ხოლო ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი. სიღნაღშიც მცირე თოვლს ვარაუდობენ და +3 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +2 გრადუსი არის ნავარაუდევი.

| Print |
FaceBook Twitter Google