უამინდობის გამო ზოგიერთი საარჩევნო უბნის გახსნა ვერ მოხერხდა- ცესკო
ცესკოს პრეს-სპიკერის ნათია იოსელიანის განცხადებით, უამინდობის გამო ზოგიერთი საარჩევნო უბნის გახსნა ვერ მოხერხდა.

„ხადას ხეობაში შედარებით გვიან გაიხსნა ერთი საარჩევნო უბანი (11.28.33); რაც შეეხება შატილს, აქ ვერ იხსნება უბანი (11.28.34), ვინაიდან უამინდობის გამო ვერტმფრენს ვერ გადაჰყავს კომისიის წევრები ადგილზე. მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია გუდაურზეც, იგივე მიზეზის გამო ვერ იხსნება სპეციალურად შექმნილი ერთი უბანი (11.29.10), სადაც 19 ამომრჩეველია და ასევე ერთ-ერთი უბანი (11.29.12), სადაც 205 ამომრჩეველია. ეს ორი უბანი შესაძლებელია მოგვიანებით გაიხსნას. “, - განაცხადა მან.

რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, მათი არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილ 80 სპეციალურ საარჩევნო უბანზე 145 გადასატანი საარჩევნო ყუთით უკვე დაიწყო ამომრჩევლების მომსახურება.

| Print |
FaceBook Twitter Google