კოვიდდაწესებულებებისთვის დღეს 80 საარჩევნო უბანი იმუშავებს
დღეს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შექმნილი 80 სპეციალური საარჩევნო უბანი, ამომრჩევლებს 145 გადასატანი საარჩევნო ყუთით მოემსახურება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურისთვის სპეციალურ სიაში 4 095 ამომრჩეველია, მათ შორის არიან როგორც სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი პირები, ასევე სპეციალური ჯგუფების წევრები, რომლებიც მოემსახურებიან იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც პროცესს დააკვირდებიან და იმავდროულად მიიღებენ კენჭისყრაში მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ სპეციალურ სიაში შეყვანილი პირები ტერიტორიულად იმ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში იმყოფებიან, სადაც არიან რეგისტრირებული.
ცესკოს ინფორმაციით, 20 ნოემბერს თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა მიიღეს ტექსტური შეტყობინება იმის შესახებ, რომ ისინი არჩევნების მეორე ტურში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მიიღებენ მონაწილეობას.

| Print |
FaceBook Twitter Google