საქართველოში ამ დროისთვის 849 მძიმე პაციენტია, მათგან 308 ხელოვნური
სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 17 948. მათ
შორის 5 976 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 2 709, აჭარაში - 959, იმერეთში - 1 202. ამ ეტაპზე
მძიმე პაციენტია 849 პირი, მათ შორის, თბილისში - 387, აჭარაში - 149,
იმერეთში - 194. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 308
პირი, მათგან თბილისში - 160, აჭარაში - 47, იმერეთში - 37. 3 445
ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 132 - თბილისში,
1 672 - აჭარაში, 332- იმერეთში. 8 527 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს
გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 2 128
ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 461, აჭარაში -1 022, ხოლო იმერეთში
- 26. სულ 6 ოქტომბრიდან - 20 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო
საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 16 802 პირი.ამ
ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 56 344 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 15 307 პირი, აჭარაში - 19 161, იმერეთში - 5 226“, -
განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო
შტაბის უფროსის მოადგილემ,ბერდია სიჭინავამ.
მასალის გამოყენების პირობები