კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1 504 თბილისში გამოვლინდა
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, დღეს დადასტურებული 3 128 შემთხვევიდან, 1 504 თბილისში გამოვლინდა.

„დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 128 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება : თბილისში 1 504 შემთხვევა, აჭარა - 576, იმერეთი - 212, ქვემო ქართლი - 129, შიდა ქართლი - 101, გურია - 87, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 189, კახეთი - 116, მცხეთა-მთიანეთი - 105, სამცხე-ჯავახეთი - 97, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google