წნორში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს მერია 5000 ლარით დაეხმარება
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს მერია ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს.
მერის მოადგილის მადონა ბატიაშვილის  განცხადებით,  ოჯახს 5000 ლარით დაეხმარებიან.

“სრულად გაუნადგურდათ ყველაფერი. ოჯახს ჩვენთვის არ მოუმართავს, ჩვენ თავად დავვინტერესდით, რადგან რთულ მდგომარეობაში აღმოჩდნენ. ასეთი შემთხვევებისათვის ჩვენი ბიუჯეტი რასაც ითვალისწინებს იმ თანხას სრულად მიიღებენ. ამ ეტაპზე ნათესავთან არიან და იმედი მაქვს, მალე საკუთარ ჭერს დაუბრუნდებიან”- განაცხადა ბატიაშვილმა.
| Print |
FaceBook Twitter Google