ყველანაირად ვცდილობთ სრული „ლოკდაუნი“ ავირიდოთ - ივანე მაჭავარიანი
ყველანაირად ვცდილობთ სრული ლოკდაუნი, სრული ჩაკეტვა ავირიდოთ განსაკუთრებით დეკემბერში, რომელიც წლის განმავლობაში ყველაზე აქტიური პერიოდია საცალო ვაჭრობის სფეროში, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

„ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ სრული ჩაკეტვა ავირიდოთ განსაკუთრებით დეკემბერში, რომელიც ყველაზე აქტიური პერიოდია საცალო ვაჭრობის სფეროში წლის განმავლობაში, მაგრამ ამავდროულად სამწუხაროდ, გვაქვს ყველაზე მაღალი გავრცელების პერიოდი, ეს ორი რამე დაემთხვა. სამწუხაროდ, იოლი არ არის გადაწყვეტილებების მიღება და ვცდილობთ ვიპოვოთ გამოსავალი“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google