სალონების მუშაობის შეზღუდვაზე ჯერჯერობით არ გვიმსჯელია- ეკატერინე ტიკარაძე
სალონებთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომუნიკაცია არ გვქონია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შემდეგ დღეებში ამასთან დაკავშირებით არ მივიღოთ გადაწყვეტილება, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭოსთვის შეზღუდვების რამდენიმე პაკეტი აქვთ წარდგენილი.
„საბჭოსთვის რამდენიმე პაკეტი გვაქვს წარდგენილი, რომელიც არის საშუალო, მსუბუქი და ძლიერი, რაც აისახება ინფექციის გავრცელებასთან მიმართებაში. ჩვენი მოთხოვნა დამყარებულია შემდეგზე, სადაც ყველაზე მეტია ინფექციის გავრცელება და ნაკლებადაა შესაძლებელი კონტროლი, თუ რამდენადაა დაცული დისტანცია, ნიღბის ტარება და ასე შემდეგ. ამას ვაქცევთ ყურადღებას. სალონებთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომუნიკაცია არ გვქონია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შემდეგ დღეებში ამასთან დაკავშირებით არ მივიღოთ გადაწყვეტილება ვინაიდან, მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს. საბჭო ერთად იმსჯელებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google