ხვალ გავაცნობთ მოსახლეობას რა ტიპის შეზღუდვები დაწესდება - ეკატერინე ტიკარაძე
მთავრობა მსჯელობს თუ რა დამატებითი შეზღუდვები დაწესდება. აღნიშნულ ინფორმაციას ხვალ, 26 ნოებერს გავაცნობთ მოსახლეობას- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„ორი ვერსია გვაქვს იმასთან დაკავშირებით და ხვალ გავაცნობთ მოსახლეობას რა ტიპის შეზღუდვები და რომელი რიცხვიდან იქნება დაწესებული. ეს ყველაფერი იქნება ეტაპობრივი და ჩვენ დავაკვირდებით კლების პროცენტს, როგორი იქნება შედეგი აქედან გამომდინარე ორკვირიანი პერიოდის შეფასების შემდეგ ჩვენ შეიძლება შემოვიღოთ ან მეტად გამკაცრებული სქემა ან პირიქით შევაცადოთ ეკონომიკური საქმიანობის მეტად უფრო მოქნილ გრაფიკზე გადაყვანა“-განაცხადა მინისტრმა.

| Print |
FaceBook Twitter Google