პიკში შევედით და ეს პიკი გაგრძელდება, თუ ზომები არ გამკაცრდება- ამირან გამყრელიძე
ჩვენ პიკში შევედით და ეს პიკი და აღმასვლა გაგრძელდება, თუ არ მივიღეთ გარკვეული გამკაცრებული ზომები, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებთა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტი გვაძლევს რეკომენდაციებს, რა ტიპის, როგორი და რა ხანგრძლივობის გამკაცრებული მექანიზმები უნდა მივიღოთ. მაგრამ არა მარტო გამკაცრებული მექანიზმები, არამედ ერთი მხრივ გამკაცრეება, მეორე მხრივ ტესტირებისთვის მეტი ხელმისაწვდომობა და მესამე, უფრო მეტი მზადყოფნა პირველადი ჯანდაცვის სექტორში. ასეთია დღეს ზოგადი მიდგომა“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google