დიეგო მარადონა გარდაიცვალა
60 წლის ასაკში მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი და ლეგენდა, დიეგო მარადონა გარდაიცვალა.

მსოფლიოს ჩემპიონს ჯანმრთელობის მდგომარეობა 24 ნოემბრის საღამოს  გაურთულდა.  ბოლო პერიოდის განმავლობაში დიეგოს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და 3 ნოემბერს, სუბდურალური ჰემატომის გამო საკმაოდ რთული ოპერაციაც ჩაუტარდა, რის შემდეგაც ჰოსპიტალიდან გაწერეს და მკურნალობას სახლში აგრძელებდა.

დიეგო მარადონა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთელად ითვლება. მას კარიერის განმავლობაში 550-ზე მეტ ოფიციალურ მატჩში 300-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი. დიეგო ბოლოს "ხიმნასია ლა პლატას" მთავარ მწვრთნელად მუშაობდა.

| Print |
FaceBook Twitter Google