თუ გაგვეზარდა დაავადება, მედპერსონალი ვერ ეყოფა ამდენ ინფიცირებულს- ლევან რატიანი
როდესაც ინფექცია ვრცელდება, მოვლას აქვს თავისი რესურსი, განსაკუთრებით სამედიცინო მედპერსონალის მხრივ. თუ გაგვეზარდა დაავადება მედპერსონალი არ ვართ ქვეყანაში ჭარბი რაოდენობით, რომ ამდენ ინფიცირებულსა და დაავადებულს მოვუაროთ,-ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

„ცნობილი ფაქტია, რომ 20% ადამიანებისა, რომლებიც ინფიცირდებიან ახალი კორონავირუსით, სჭირდება ჰოსპიტალიზაცია. 3 ათასის 20% არ არის ძალიან ცოტა. თანაც ეს არ არის დაავადება, რომლის ლიკვიდაციის პროცესიც 1 დღეშია შესაძლებელი, მას გარკვეული პერიოდი სჭირდება. განსაკუთრებით თუ პაციენტი ხვდება ინტენსიურ თერაპიაში. თვეობით წვანან, რადგან ისინი ჟანგბადდამოკიდებულები არიან, ემატებათ სხვადასხვა პათოლოგიური პროცესები, როდესაც მულტიორგანულ უკმარისობასთან“-განაცხადა მან

| Print |
FaceBook Twitter Google