უსიმპტომო პაციენტი, კოვიდინფექციის დადასტურებიდან 10 დღის შემდეგ აღარ არის გადამდები- მარინა ენდელაძე
თუ პაციენტი უსიმპტომოა, მაგრამ მას დაუდასტურდა კოვიდინფექცია, დადასტურებიდან 10 დღის შემდეგ ის უკვე აღარ არის გადამდები, მას ტესტირება არ სჭირდება.-ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პიროვნებას უკვე შეუძლია, გავიდეს საზოგადოებაში და ჩათვალოს, რომ არავის დააინფიცირებს.
„რაც შეეხება სიმპტომიან პაციენტებს, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის სიმპტომებით, მსუბუქ და საშუალო სიმძიმის პაციენტებს 10 დღეზე მეტი არ გაუგრძელდებათ სიმპტომები, შესაბამისად, კიდევ სამი უსიმპტომო დღე და 13 დღის შემდეგ აღარ არიან გადამდები, ითვლებიან გამოჯანმრთელებულად, შეუძლიათ, შეუერთდნენ საზოგადოებას“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, სიფრთხილის გამო, პაციენტი პირველი სიმპტომის გამოვლენიდან 13 დღის შემდეგ აღარ ითვლება გადამდებად, თუმცა ინფექციის გადადების რისკი მეექვსე-მეშვიდე დღიდან მცირდება.
„ინფექციის გადადება მეექვსე, მეშვიდე დღიდან უკვე ნაკლებია. შეიძლება, PCR ტესტი იყოს დადებითი, თუმცა გადამდებლობა უკვე 5, 6, 7 დღის შემდეგ ნაკლებია. თუ 13 დღეა გასული, ის კატეგორიულად არ არის გადამდები, შეიძლება, ტესტი იყო დადებითი, მით უმეტეს PCR არის ძალიან მგრძობიარე მეთოდი და შეიძლება, ვირუსის მკვდარი ნაწილაკებიც აღიქვას“,

| Print |
FaceBook Twitter Google