21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება ქვეყნის მასშტაბით შეიზღუდება
საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით წერტილოვანი შეზღუდვები მკაცრდება. თუ ამ დრომდე ე.წ. კომენდანტის საათი მხოლოდ დიდ ქალაქებში მოქმედებდა და 22 საათიდან იწყებოდა, ამჯერად მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება და დროის ხანგრძლივობაც იზრდება.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით იზღუდება გადაადგილება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე იზღუდება საჯარო სივრცეში ყოფნა; შეზღუდვა არ მოქმედებს ახალი წლის - 31 დეკემბრის და ასევე, შობის — 6 იანვრის ღამეს;

ამავე პერიოდში იკრძლება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა.

| Print |
FaceBook Twitter Google