სილამაზის სალონები, აგრარული ბაზრები, საბანკო სექტორი - კიდევ რომელ სფეროს არ ეხება შეზღუდვა
28 ნოემბრიდან 1 თებერვლამდე საქართველოს მასშტაბით შეზღუდვები გამკაცრდა და ახალი რეგულაციები დაწესდა. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, არის გარკვეული სფეროები, რომელსაც ეს აკრძალვები არ ეხება.
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეზღუდვები არ ეხება:


  • სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას;
  • საბანკო და საფინანსო საქმიანობას;
  • სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას;
  • დელივერსა და გატანის სერვისებს;
  • სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას;
  • ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს;
  • საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს;
  • აგრარული ბაზრობის მუშაობას და სხვ.
  • არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის – ტაქსით) გადაადგილება.


რა შეზღუდვები მოქმედებს 28 ნოემბრიდან, იხილეთ ბმულზე.

| Print |
FaceBook Twitter Google