რა დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდება თელავში 28 ნოემბრიდან
28 ნოემბრიდან 1 თებერვლამდე ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით,  ახალი რეგულაციები ამოქმედდება. გარდა ამისა, დამატებითი შეზღუდვები წესდება საკურორტო და დიდ ქალაქებში, მათ შორის, თელავშიც.

დიდ ქალაქებში – ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში, ქ.თელავში – და სათხილამურო კურორტები – ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში დამატებით წესდება შემდეგი შეზღუდვები:

ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის საზღვრებში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა;

სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში;

ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები;

სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე;
კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას.


ქვეყნის მასშტაბით, კიდევ რა შეზღუდვები ამოქმედდება 28 ნოემბრიდან, იხილეთ ბმულზე.



| Print |
FaceBook Twitter Google