როგორ დაეხმარება მთავრობა მოქალაქეებსა და კერძო სექტორს
მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მე-4 ეტაპი მოქალაქეების და კერძო სექტორის მხარდაჭერას ითვალისიწინებს.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, პროგრამის საერთო ბიუჯეტი - 545 მლნ ლარია. ბენეფიციართა საერთო რაოდენობა კი  500 ათას პირზე მეტს შეადგენს.

გაეცანით, კონკრეტულად რას ითვალისწინებს სოციალური პაკეტი.

"კომუნალური ხარჯების სუბსიდირება - 4 თვის (ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით) განმავლობაში განვახორციელებთ კომუნალური ხარჯების სუბსიდირებას (200 კვტ/მ3-მდე მოხმარება). ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა - 1 მილიონი ოჯახი. ბიუჯეტი 270 მლნ ლარი;
1200 ლარიანი დახმარება სამსახურდაკარგული პირებისთვის - ფორმალურ სექტორში დასაქმებული პირები, ვინც დროებით დაკარგავს სამსახურს, 2021 წლის იანვრიდან 6 თვის განმავლობაში მიიღებენ 200 ლარიან დახმარებას. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა - 125,000 პირი. ბიუჯეტი - 150 მლნ ლარი;
300 ლარიანი ერთჯერადი დახმარება - გაიცემა 300 ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციები იმ ობიექტებში დასაქმებული პირებისა და ინდ. მეწარმეების სასარგებლოდ, რომელთაც საქმიანობა შეუჩერდებათ დეკემბერსა და იანვარში დაწესებული დამატებითი შეზღუდვების შედეგად. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა - 100 ათასი. ბიუჯეტი - 30 მლნ ლარი;
600 ლარიანი დახმარება - 65-დან 100 ათას სოციალურ ქულამდე მყოფი ოჯახები იანვრიდან, თვეში საშუალოდ 100 ლარის ოდენობით (ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით) დახმარებას მიიღებენ 6 თვის განმავლობაში. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა 72 ათასამდე ოჯახი (220 ათასამდე პირი), ბიუჯეტი - 55 მლნ ლარი;
600 ლარიანი დახმარება - 0-დან 100 ათას ქულამდე მყოფი ოჯახებისთვის, რომლებსაც ჰყავთ 3 ან მეტი 16 წლამდე ბავშვი, 6 თვის განმავლობაში მიიღებენ თვეში 100 ლარს (იანვრიდან ივნისის ჩათვლით) - 24 ათასი ოჯახი. ბიუჯეტი - 15 მლნ ლარი;
18 წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის გაიცემა 600 ლარიანი დახმარება - თვეში 100 ლარი, 6 თვის განმავლობაში. ბენეფიციარების რაოდენობა - 43 ათასი პირი. ბიუჯეტი - 27 მლნ ლარი;
საბანკო სესხების გადავადების შესაძლებლობა ექნებათ იმ ობიექტებში დასაქმებულ პირებს, რომელთა საქმიანობა იზღუდება დეკემბერი-იანვრის განმავლობაში,"- განაცხადეს საქართველოს მთავრობაში.

ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტი - 515 მლნ ლარს შეადგენს.

-საშემოსავლო გადასახადის შეღავათი - 1500 ლარამდე ხელფასის მქონე პირები 750 ლარამდე თანხის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან 2021 წლის დეკემბერი-მაისის პერიოდში. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა: 33 ათასი კომპანია და 425 ათასი დასაქმებული. ბიუჯეტი - 260 მლნ ლარი.
-ქონების გადასახადის შეღავათი ტურიზმის სექტორისთვის - ტურიზმის სექტორი (სასტუმროები, რესტორნების და მსგავს საქმიანობაში ჩართული ქონება) 2021 წელს გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან. ბიუჯეტი - 45 მლნ ლარი;
2020 წლის 4 თვის გადავადებული საშემოსავლო გადასახადის ჩამოწერა - განხორციელდება ტურიზმის სექტორში (სასტუმროები, რესტორნების და მსგავს საქმიანობაში ჩართული კომპანიები) 2020 წლის 1-ელ დეკემბრამდე გადავადებული საშემოსავლო გადასახადის ჩამოწერა. ბიუჯეტი - 20 მლნ ლარი;
-გაგრძელდება სასტუმროების საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირება, ასევე ამოქმედდება რესტორნების საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირება 6 თვის განმავლობაში. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა - 3700 კომპანია;
მიკრო გრანტების პროგრამა - მიმდინარეობს მეწარმეობის მიკრო გრანტების პროგრამა, რომელიც ათასობით ახალ ბიზნესპროექტს დააფინანსებს (2020 წლის პროგრამა). ბიუჯეტი - 40 მლნ ლარი;
-საკრედიტო-საგარანტიო ფონდი - 2021 წელს აქტიურად გაგრძელდება საკრედიტო-საგარანტიო ფონდის მუშაობა, რომელიც დაეხმარება კერძო სექტორს როგორც არსებული სესხების რესტრუქტურიზაციაში, ასევე, ახალი სახსრების მოზიდვაში. ბიუჯეტი - 100 მლნ ლარი;
საბანკო სესხების გადავადების შესაძლებლობა ექნებათ იმ კომპანიებს, რომლებსაც შეეზღუდებათ საქმიანობა დეკემბერი-იანვრის პერიოდში.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თითქმის კვირაზე მეტია, რაც საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების ე.წ
ყვითელი დონეა გამოცხადებული. ონლაინმედიის ჟურნალისტებს პარლამენტში
მუშაობა კვლავ აკრძალული აქვთ. შეზღუდვები რიგით მოქალაქეებსაც
ეხებათ.
თითქმის კვირაზე მეტია, რაც საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების ე.წ ყვითელი დონეა გამოცხადებული. ონლაინმედიის ჟურნალისტებს პარლამენტში მუშაობა კვლავ აკრძალული აქვთ. შეზღუდვები რიგით მოქალაქეებსაც ეხებათ.
22:49 / 19.04.2024
„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ - აქციის ორგანიზატორების მიერ
გრძელვადიანი პროტესტისთვის მზადების ფონზე, ახალგაზრდები რუსულ
კანონს დღესაც აპროტესტებენ.
„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ - აქციის ორგანიზატორების მიერ გრძელვადიანი პროტესტისთვის მზადების ფონზე, ახალგაზრდები რუსულ კანონს დღესაც აპროტესტებენ.
22:25 / 19.04.2024
„ქართული ოცნების“ დეპუტატის, რუსული კანონის ერთ-ერთი მხარდამჭერის,
გიორგი ცაგარეიშვილის შვილი, სოციალურ ქსელში რუსული კანონის
საწინააღმდეგო პოსტს აქვეყნებს.
„ქართული ოცნების“ დეპუტატის, რუსული კანონის ერთ-ერთი მხარდამჭერის, გიორგი ცაგარეიშვილის შვილი, სოციალურ ქსელში რუსული კანონის საწინააღმდეგო პოსტს აქვეყნებს.
15:00 / 19.04.2024
რუსული კანონის გასაპროტესტებლად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე
შეკრებილმა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს.
რუსული კანონის გასაპროტესტებლად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილმა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს.
23:15 / 18.04.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 16 / 27 °C
img
საგარეჯო 16 / 23 °C
img
დ.წყარო 14 / 22 °C
img
სიღნაღი 15 / 29 °C
img
ლაგოდეხი 15 / 25 °C
img
ყვარელი 16 / 27 °C
img
თელავი 16 / 23 °C
img
ახმეტა 14 / 24 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.