გურჯაანში ალტერნატიული ბაღიც იკეტება
ორშაბათიდან გურჯაანის მეოთხე საბავშვო ბაგა-ბაღში გახსნილი ალტერნატიული ჯგუფები იკეტება. როგორც speqtri.ge-სთან საუბარში სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელმა ლელა თევდორაშვილმა განაცხადა, ჯგუფები ჯერჯერობით პირველ თებერვლამდე დაიხურება.
„მთავრობასთან არსებულმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში, როგორც საჯარო, ასევე კერძო ბაღების დაკეტვასთან დაკავშირებით. დღემდე გურჯაანის მეოთხე ბაღში ფუნქციონირებდა სამი ალტერნატიული ჯგუფი. აქ ის ბავშვები დადიოდნენ, რომელთა მშობლებიც დასაქმებულები არიან. ახალი შეზღუდვებიდან გამომდინარე, ორშაბათიდან ეს ჯგუფებიც დაიკეტება და ფაქტობრივად, 37-ვე ბაღში შეწყვეტილი იქნება სააღმზრდელო პროცესი.“

შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბრიდან 1 თებერვლამდე საქართველოში კორონავირუსის პანდემიის შეჩერების თვალსაზრისით, ქვეყნის მასშტაბით, ახალი რეგულაციები ამოქმედდება.

| Print |
FaceBook Twitter Google