გურჯაანელი ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა
გურჯაანელი მეან-გინეკოლოგი ზაზა იმერლიშვილი 57 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა.

რამდენიმე დღის განმავლობაში ექიმი მკურნალობის კურსს ბინაზე გადიოდა. 23 ნოემბერს იგი მცხეთის ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

მედიკოსს თანმხლები დაავადებები ჰქონდა. ზაზა იმერლიშვილი ბოლო წლებში თბილისში, „იმედის კლინიკაში“ მუშაობდა. იყო გურჯაანის საპატიო მოქალაქე.


| Print |
FaceBook Twitter Google