გამახსენოს ვინმემ გრიპი, რომელიც ორ თვეში ათას ადამიანს კლავს- პაატა იმნაძე
ჩვენ ათასი ადამიანი დავკარგეთ უკვე. არიან ადამიანები, ვისაც არ სჯერა და ამბობენ, რომ ეს ჩვეულებრივი გრიპია. გამახსენოს ვინმემ ერთი გრიპი, რომელიც ორ თვეში ათას ადამიანს კლავს - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

„არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ლუკმაპურს გამოიმუშავებენ. ძალიან მძიმეა ეს. ამიტომ ყველაფერი უნდა აიწონოს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიციები გვაქვს და გაცილებით უფრო მკაცრ და ხანგრძლივ შეზღუდვებს ვითხოვთ, მაგრამ, მეორე მხრივ, არის ის, თუ რა შეუძლია ქვეყანას და რას გაუძლებს. ეს ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ შემოსავლებზე არიან დამოკიდებული, მათაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საშუალება უნდა მისცე. ძალიან მძიმეა გადაწყვეტილებების მიღება, რომელსაც საკოორდინაციო საბჭო იღებს. ჩვენ ათასი ადამიანი დავკარგეთ უკვე. კითხვაც დასვით, არიან ადამიანები, ვისაც არ სჯერა და ამბობენ, რომ ეს ჩვეულებრივი გრიპია. ერთი, გრიპი გამახსენოს ვინმემ და თქვას, რომელიც ორ თვეში ათას ადამიანს მოკლავს, ასეთი გრიპი თუ უნახავთ“, - განაცხადა მან

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 123 470 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 102 270-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 161 მოქალაქე

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გრიპი / სიკვდილი /