გურჯაანის საჯარო სკოლებს რეგულაციები არ შეეხო
მთავრობის მიერ დადგენილი შეზღუდვები სასწავლო დაწესებულებების ონლაინრეჟიმზე გადასვლის შესახებ, არ შეეხო გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს. აქ სწავლა ჩვეულებრივ გაგრძელდება გარდა იმ შემთხვევებისა, თუ მშობლების ხელმოწერების საფუძველზე სამინისტროსგან შესაბამის ნებართვას მიიღებენ.

რესურსცენტრის ხელმძღვანელის, დალი მინდიაშვილის განმარტებით, შეზღუდვები მხოლოდ დიდ ქალაქებზე ვრცელდება.
„გუშინ,მთავრობის მიერ გამოცხადებული რეგულაციები, რომელიც გულისხმობს საჯარო თუ კერძო სკოლების ონლაინსწავლების მოდელზე გადასვლას, არ შეეხო გურჯაანის მუნიციპალიტეტს. ის მხოლოდ დიდ ქალაქებზე ვრცელდება. გარდა ამისა, ჩვენს მუნიციპალიტეტში არის სკოლები, სადაც ეპიდსიტუაცია ჯანსაღია და მოსწავლეების დასწრებაც ნორმალურია. სკოლა ონლაინ რეჟიმზე გადავა იმ შემთხვევაში, თუ მშობლების ხელმოწერის საფუძველზე, სამინისტრო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს და ასევე იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა.“

მისივე თქმით, ამ დროისთვის რესურსცენტრში ჩუმლაყის, ახაშნისა და კაჭრეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებისხელმოწერებია შესული.


| Print |
FaceBook Twitter Google