კორონავირუსით კიდევ 37 ადამიანი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 37 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 135 584 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 113 986-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 267 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმშია 2 104 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6 383 პაციენტი. კოვიდ-სასტუმროში 3 857 ადამიანი იმყოფება.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

| Print |
FaceBook Twitter Google