კახეთში კორონავირუსით 69 წლის ქალი გარდაიცვალა.
პაციენტი საგარეჯოს “ჯეო -ჰოსპიტალსის” კლინიკაში კორონავირუსის
დიაგნოზით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკიდან
გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტს ვირუსთან ერთად
თანმხლები დაავადებები ჰქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვეღარ
შეძლეს.
კახეთის რეგიონში კორონავირუსით გარდაცვალების ეს 27-ე შემთხვევაა.
მასალის გამოყენების პირობები