თელავის კოვიდკლინიკაში 73 წლის ქალი გარდაიცვალა
კახეთში, კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.  73 წლის ქალი მკურნალობის კურსს თელავის ერთ- ერთ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში გადიოდა.
კლინიკაში შესვლისთანავე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო და ქრონიკული დაავადებები ჰქონდა. თანმხლები დაავადებების გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

კახეთის რეგიონში COVID- 19- ით გარდაცვალების ეს უკვე 28-ე შემთხვევაა.

| Print |
FaceBook Twitter Google