საქართველოში კორონავირუსზე ინტენსიური ტესტირების პროგრამა ამოქმედდა
დღეიდან 2 თვის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ინტენსიური ტესტირების პროგრამა იმოქმედებს, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

მისივე თქმით, პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო კორონავირუსზე დღეში დაახლოებით 20 ათას ტესტს ჩაატარებს, რასაც კერძო კლინიკებსა და ლაბორატორიაში ჩატარებული ტესტები დაემატება.
„განსაკუთრებით ფართოვდება ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენება, რომლის პასუხის მიღებაც შესაძლებელი იქნება ტესტის ჩატარებიდან 20 წუთის განმავლობაში. აღნიშნულის მიზანს წარმოადგენს, ერთი მხრივ, ინფიცირების შემთხვევების სწრაფი გამოვლენა, რაც მსუბუქი და ნაკლებად მძიმე შემთხვევების თვითიზოლაციაში მაშინვე გადასვლას გულისხმობს, საყურადღებო შემთხვევების - კოვიდ-სასტუმროებში გადასვლას, ხოლო მძიმე და კრიტიკული შემთხვევების ჰოსპიტალიზაციას“, - განმარტა სიჭინავამ.

პროგრამა პირველ თებერვლამდე გაგრძელდება. 

| Print |
FaceBook Twitter Google