სიკვდილიანობის რიცხვი ძალიან მაღალი გვაქვს - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღავნელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი საკმაოდ მაღალია.

„1 342 ადამიანია, ვინც კოვიდს შეეწირა საქართველოში. ჩვენ როცა მაჩვენებლით ვსუბრობთ, გასაგებია რომ 0,94 პროცენტი არაა ორი და სამი პროცენტი, რომელიც აქვთ ზოგიერთ ქვეყნებს, მაგრამ ჩვენთვის ეს სერიოზულია. ძალიან კარგად მივდიოდით სექტემბერის 10 რიცხვამდე, 19 გარდაცვლილი გვყავდა, მაგრამ ნოემბერში სიკვდილიანობის რიცხვი ძალიან მაღალი გვაქვს“-განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით 1342 პირი გარდაიცვალა. მთლიანობაში ქვეყანაში 143 376 პირი დაინფიცირდა, ხოლო 121 621 გამოჯანმრთელდა

| Print |
FaceBook Twitter Google