სოფელ ვეჯინში ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, “TOYOTA PRIUS“-ის მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. 
შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა მძღოლი და რამდენიმე მგზავრი. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის “ჯეო- ჰოსპიტალსში” გადაიყვანა.

მათ სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები აღენიშნებათ.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ავარია / ვეჯინი /