აპირებს თუ არა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი თანამდებობიდან წასვლას
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის პოსტი ამ დროისთვის ვაკანტურია.ადგილი მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც ეკა ცისკარაშვილი გურჯაანის ტექნოპარკის მენეჯერად დაინიშნა.
ჩვენი ინფორმაციით, ამ პოზიციაზე გურჯაანის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის, ვალერი შოშიაშვილის კანდიდატურა განიხილება.
თუმცა ამ ინფორმაციას არ ადასტურებს თავად შოშიაშვილი.

-„მსგავსი საუბარი და არც შეთავაზება არ ყოფილა, ვასრულებ ჩემ მოვალეობას და ისევ იქ ვარ, სადაც აქამდე ვიყავი,“- გვითხრა მან.
speqtri.-ge-ს წყაროს ინფორმაციით, თანამდებობის დატოვებას გეგმავს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ ხანდამაშვილი. თუმცა, ვალერ შოშიაშვილის მსგავსად, ინფორმაციას არც ის ადასტურებს.

-„სისულელეა, ტყუილია, ვინ ავრცელებს ამ ჭორებს, არ ვიცი,“-ამბობს ხანდამაშვილი.

ცნობისთვის, თვითმმართველობის არჩევნები, 2021 წლის ოქტომბერში უნდა გაიმართოს. სწორედ ამის შემდეგ დაკომპლექტდება ადგილობრივი თვითმმართველობები ახალი კადრებით.

| Print |
FaceBook Twitter Google