კორონავირუსის კიდევ 4 260 შემთხვევა დაფიქსირდა
საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, დღეს საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 260 ადამიანს დაუდასტურდა, 2 947 კი გამოჯანმრთელდა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 147 636 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 124 568-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 387 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმშია 1 980 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6 397 პაციენტი. კოვიდ-სასტუმროში 3 798 ადამიანი იმყოფება.

| Print |
FaceBook Twitter Google